ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება - ქართული ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, პუტინის ომის დამნაშვედ გამოცხადების შემდეგ, უკრაინის იარაღით მომარაგებას არავითარი წინაღობა აღარ ექნება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობის შექება უკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ამის შემდეგ უკვე დამნაშავის ინტერესების გატარების ტოლფასი იქნება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ, მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების 2 დღის წინ გამოსცა.