ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გარდა ,საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრას არ დასწრებია ქართული ოცნების ის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, ოცნებას ტოვებენ.