ცნობილია ჰააგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი ასევე გაიცა რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზეც. პუტინი და ბელოვა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ბრალდებული.