შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი მაშინ ჩნდება, როდესაც „ქართული ოცნება“ კრიზისში იმყოფება. ბოლო პერიოდში მერაბიშვილი აქტიურად საუბრობს მასშტაბურ საპროტესტო აქციებსა და ხელისუფლების შეცვლაზე.