თათია კობალაძე ამერიკულ ,,ნიჭიერში" გამოჩნდება.
მომღერალმა სასიამოვნო სიახლე ,,რუსთავი 2-ის" ეთერში, „ღამის პრაიმ ტაიმში“ გაამხილა.
თათია მალე აშშ-ში გაემგზავრება და კასტინგზე წარდგება.
„პირველად ვიტყვი თქვენთან, მე გადავედი ამერიკის „ნიჭიერში“. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ!..“, - აღნიშნა თათიამ.
შეგახსენებთ, თათია კობალაძემ ყაზახური სიმღერის საერთაშორისო კონკურსში „ტურანის ხმა - 2022“ გაიმარჯვა.
უცხოური გამოცემები წერდნენ, რომ თათია კობალაძე საქართველოდანაა და წარმატებები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში.
ის იყო ფინალისტი The Voice of Kazakhstan-ზე 2021 წელს. ასევე, უკრაინის X ფაქტორის, თურქეთის „ვოისის“.