ქართველმა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ ბერძნულ „ვოისში“ წარმატებით იასპარეზა.
დოდონა პროექტის გამარჯვებული, სამწუხაროდ, ვერ გახდა, თუმცა ქართველები თვლიან, რომ დოდონა მაინც გამარჯვებულია და მან კონკურსანტებს ძლიერი კონკურენცია გაუწია.
ფინალში გამარჯვება 16 წლის ბერძენმა შემსრულებელმა მოიპოვა, ქართველი მომღერალი კი ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.
დოდონა ნამორაძე 2023 წლის თებერვალში ჟურნალ გზას ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე.
– პროექტში მონაწილეობისთვის ბერძნული ენის ცოდნა საჭირო არ იყო?
– იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ… ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ…
– კონკურსზე ბერძნულენოვანი სიმღერების შესრულება არ მოგიწევთ?
– კონკურსზე “ბერძნული ტური” არ არის. რასაც აგირჩევენ, იმას მღერი კონკურსანტი, მაგრამ რადგან იციან, ბერძნული არ ვიცი, ინგლისურ სიმღერებს მირჩევენ.
– კონკურსანტებთან, მწვრთნელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ძალიან კარგი ხალხია. ვერ ვიტყვი, ყველასთან ვმეგობრობ-მეთქი, მაგრამ მაგალითად, იმ გოგოსთან, ვისთანაც “რინგი” მიწევს, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეუბნებიან, რომ საერთოდ, იქ ვიცხოვრო. გულთბილი ადამიანები არიან. საქართველოშიც რამდენიმე მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობდი და რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გულთბილები ვართ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერძენი არ ვარ და მათი ენა არ ვიცი, მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, თუ რამე მჭირდება.