მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის ჰერითიჯ ფაუნდეიშენის გავლენიანმა კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. თუმცა, ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 9 ადგილით არის ჩამოქვეითებული.
აღსანიშნია, რომ საერთაშორისო კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს. ამასთან, ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.
„მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში, შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9% აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა,”- ნათქვამია მთავრობის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კვლევის თანახმად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს.
რა სურათს გვაძლევს მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგნიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგები? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა