დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.
საქმეში 160-მდე მოწმეა, მათ შორის არიან მძევლებიც. როგორც ბადრი ესებუას ადვოკატი განმარტავს, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
თავად ესებუა ბრალს ისევ არ აღიარებს. შეგახსენებთ, დაკავებულს 2020 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებენ.