ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის ყველაზე დაძაბული მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც სპორტინგმა ადგილობრივ არსენალს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო. არსენალმა პირველი ტაიმი გრანიტ ჯაკას მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლით მოიგო, თუმცა პედრო გონსალვეშმა 62-ე წუთზე ანგარიში ლამაზი გოლით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც სპორტინგი ათი კაცით დარჩა.
მიუხედავად ათი კაცით დარჩენისა, ლონდონელებმა მატჩი ვერ მოიგეს და შეხვედრის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც გაბრიელ მარტინელიმ ვერ გაიტანა და სპორტინგმა ანგარიშით 5:3 მოიგო.
ასევე უგოლოდ დასრულდა თამაში ესპანეთში სოსიედადსა და რომას შორის. ჟოზე მოურინიოს გუნდმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ბელგიურმა უნიონ სენ ჟილმა გერმანულ უნიონ ბერლინს 3:0 სძლია, ხოლო ლევერკუზენმა სტუმრად ფერენცვაროშს ანგარიშით 2:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.