ევროპალიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩები საინტერესო გამოდგა. ტურინის იუვენტუსმა ფრაიბურგს სტუმრად ანგარიშით 2:0 მოუგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ტურინელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
დუშან ვლაჰოვიჩმა 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. სერბმა გოლი მაინც გაიტანა, მან 45-ე წუთზე პენალტით შეძლო თავის გამოჩენა და იუვენტუსი დააწინაურა.
ტურინელებმა მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და შეხვედრა 2:0 მოიგეს. ფედერიკო კიეზამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და იუვენტუსი მეოთხედფინალში გაიყვანა.
მანჩესტერ იუნაიტედს ბეტისთან ანგარიშით 4:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა „წითელმა ეშმაკებმა“ სევილიაშიც გაიმარჯვეს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მარკუს რაშფორდის მიერ 56-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.