"დადგება დღე, როცა ჩვენი ხალხისთვის სამართლიანობის დასამყარებლად ტრიბუნალი შეიქმნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინისათვის სამართლიანობის დაბრუნების დღე ახლოსაა. მისი თქმით, აგრესორ ქვეყანას უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისათვის მოუწევს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგეს და პასუხი აგოს.
ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას ამ კუთხით აქტიურად ახორციელებს.