ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საუბრობენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, საზოგადოებამ ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება ისე უნდა მოსთხოვოს, როგორც ე.წ. აგენტების კანონი ჩააგდება. მათივე შეფასებით წნეხი უნდა გაიზარდოს მმართველ პარტიაზე რადგან მათ არ სურთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.