გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომელიც „ერთიანი ოპოზიციური საბჭოს“ შექმნის იდეით გამოდის, პოლიტოლოგები და ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. პოლიტიკოსთა ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას კრიტიკულად შეხვდა. პოლიტოლოგები აღნიშნულ იდეას პოლიტიკურად გამართლებულს უწოდებენ, თუმცა პარტიების გაერთიანებას არარელურად აფასებენ. ექსპერტ დავით დარჩიაშვილის აზრით, ამ იდეის განხორციელებისათვის მონდომება, პარტიების მზაობა და საზოგადოების მხრადაჭერაა საჭირო.