აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანადგურებლების და ამერიკული მზვერავი დრონის შეჯახების ამსახველი ვიდეო. დრონი 14 მარტს რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. ვიდეო დრონის ჩამოვარდნამდეა გადაღებული.