რამდენიმე საათში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი- ჯეიმს კლევერლი ეწვევა. მას ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, კლევერლი მთავრობის მეთაურს შეხვდება. ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.