როგორ გეგმავს მერია ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას - "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმრები არიან თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი
ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის მერია ბიზნესსა და მოსახლეობას რამდენიმე გამოსავალს სთავაზობს. ისტორიულ უბნებში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ მათი ქონება აუქციონის წესით გაყოდონ, რაშიც მათ მერია დაეხმარება. მერია ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ავარიული სახლების რეაბილიტაცია მოახდონოს, სანაცვლოდ კი მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე ნებართვის გაცემას ჰპირდება და ასევე თბილისის მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს ტერიტორიის სანაცვლოდ ალტერნატიულ ნაკვეთზე კ2-ის მომატების შესაძლებლობას მისცემს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმრები არიან თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი