საბანკო სექტორში მოგების 90,6% მხოლოდ ორ ბანკზე ნაწილდება. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკით, გასულ წელს 15 კომერციული ბანკიდან 4 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო, თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი მხოლოდ ორ ბანკზე ნაწილდება.
კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, საბანკო სექტორის 90,6% „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, „თიბისის“ მოგებამ 967 მილიონ ლარს გადააჭარბა, „საქართველოს ბანკს“ კი დაახლოებით 924 მილიონი ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა.
ცნობისთვის, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ - იანვარ-დეკემბერში 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.