უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ოლექსეი გერაშენკო ავრცელებს. მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავების აქტივობა ფიქსირდება.ცნობები ვრცელდება უკრაინული მედიის "ტელეგრამ" არხებზეც და ისინი მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.