უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
საომარი დაპირისპირების მთავარ ობიექტად კვლავ ქალაქი ბახმუტი რჩება, რომლის აღებასაც რუსები ომის დაწყებიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.
ბოლო მონაცემებით, ბახმუტში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 33 ბავშვია დარჩენილი. მუდმივი ავიაიერიშის გამო, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხებით მიმდინარეობს.