„სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ - ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანტრის რომანია, რომელიც ავტორმა 1972 წელს დაწერა და იმავე წელს გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზეგამოიცა.წიგნი არის აგატა კრისტის მიერ გამოგონილ ლიტერატურულ პერსონაჟზე , ერკილ პუაროზე დაწერილი ბოლო რომანი.წიგნის მოქმედები ეხება რეალური მოვლენებიდან 15 წლით ადრე 1960 წლის 3 ოქტომბრის ღამეს მომხდარ ტრაგედიას, როცა მისტერ და მისის რავენსკროფებს მათ სასახლესთან ახლოს ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით , გადრაცვლილებს პოულობენ , ცხედრებს შორის კი ცეცხლსასროლი იარაღია. ორმაგი თვითმკვლელობა, თუ მკვლელობა? ამ პასუხგაუცემელი კითხვის გადასაჭრელად ქალბატონი ოლივერი გამოცდილ დეტექტივს ერკილ პუაროს მიმართავს , რომელიც იმ დროს დაკავებულია მისი მეგობრის მამის მკვლელობის გამოძიებით. თუმცა მას შემდეგ რაც ცნობილი დეტექტივი გააცნობიერებს , რომ რავენსკროფების იდუმალი სიკვდილი და მისი საქმე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული , ის გადაწყვეტს ჩაერთოს გამოძიებაში და თავის ძალებს აერთიანებს ქალბატონ არიანდე ოლივერისთან. ფიზიკური მტკიცებულებების აშკარა ნაკლებობის გამო , დეტექტივი პუარო და ქალბატონი ოლივერი გადაწვეტენ საქმესთან დაკავშირებულ მოხუც მოწმეებს მიმართონ , რომლებსაც ის "სპილოებს" უწოდებს, სწორედ მათმა ჩვენებებმა უნდა მოჰფინოს ნათელი ამ იდუმალ საქმეს , რომლის გამოძიება შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ წიგნის მთავარ გმირებს.
ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.
მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე: https://palitral.ge/ .