ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „რეალმა“ სახლში „ლივერპულს“ ანგარიშით 1:0 სძლია, ხოლო ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მადრიდელთა ფრანგმა ვარსკვლავმა, ქარიმ ბენზემამ 78-ე წუთზე გაიტანა.
ცნობისთვის, „რეალმა“ „ლივერპულს“ ბოლო 8 მატჩიდან 7 საერთო ანგარიშით 17:4 მოუგო. ამასთან, ბოლოს ინგლისურმა კლუბმა მადრიდელები 2009 წლის მარტში დაამარცხა.
„რეალი“ პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-300 მატჩი ჩაატარა. „ბაიერნს“ აქვს 280 მატჩი, ხოლო „ბარსელონას“ – 277.
საინტერესოა ისიც, რომ ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ კლუბებს მე-19 გოლი გაუტანა. უფრო მეტი - 27 გოლი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.
მეოთხედფინალში მადრიდელთა მეტოქის ვინაობა პარასკევს გასამართ კენჭისყრაზე გახდება ცნობილი.