თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების შედეგად დაკარგულად 5 ადამიანი მიიჩნევა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში 160-ზე მეტი მაშველია გაგზავნილი.
წყალდიდობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მოწყობილი კარვებიც დააზიანა, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს. თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 48 500-მდე ადამიანი დაიღუპა.