კანადის თავდაცვის მინისტრ, ანიტა ანანდის განცხადებით კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის. მისი თქმით, უკრაინას 155 მმ კალიბრის დაახლოებით 8000 საბრძოლო მასალას და 12 საზენიტო რაკეტას კანადის შეიარაღებული ძალების მარაგიდან გადასცემს. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კანადამ Leopard 2 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების დამატებითი რაოდენობის მიწოდება დაიწყო.
უკრიანას დამატებით შეირაღებას გადასცემს ესპანეთიც. თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესის განცხადებით, უკრაინა ესპანეთისგან დაპირებული ექვსი ერთეული „ლეოპარდ 2“ ტანკის გარდა, კიდევ 4 ტანკს მიიღებს.
ამასთან, ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ დაგეგმილია უკრაინისთვის M113 ჯავშანტექნიკის ახალი პარტიის მიწოდება, რომელიც საბრძოლო ნაწილების ტრანსპორტირებაშია სპეციალიზირებული.