2023 წლის 15 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი.
ასევე შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში.