ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალყურს და ცდილობს, ყურადღების მიღმა არც ერთი საყვარელი ვარსკვლავი არ დარჩეს. რიგით 95-ე დაჯილდოებაზე კი, სამწუხაროდ, მომღერლის კაბამ ირგვლივ მსხდომი ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით გადაფარა.
27 წლის მომღერალი და რიანას მიერ შესრულებული სიმღერის, ოსკარზე ნომინირებული Lift Me Up-ის, ავტორი სოციალურ ქსელებში კრიტიკისა და ხუმრობების ქარცეცხლში გაეხვა.
"წარმოიდგინე, ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრებას მთელი ცხოვრება ელოდები და ვიღაცის ღრუბელი გადაგფარავს", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.
"ვტირი. Tems-ის გამო ის ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის"
მომღერალს ინტერნეტში დამცველებიც საკმაოდ გამოუჩნდნენ, რომლებიც ნიჭთან ერთად ჩაცმულობასაც უქებდნენ და აცხადებდნენ, რომ მას საბოდიშო არაფერი ჰქონდა.
მომღერალს კაბას ვერც ჩვენ დავუწუნებთ, თუმცა საბოდიშოდ ჰქონდა თუ არა საქმე, იმ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რომლებიც ოსკარის დაჯილდოებაზე მივიდნენ, მაგრამ ვერაფერი დაინახეს