სამი ოპოზიციური პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ევროპარლამენტართან და ალდეს პრეზიდენტთან ილჰან კიუჩუკთან გამართეს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დარბევები იყო“.