ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. აგრესორი ქვეყნის ძალები კვლავ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისვლას ცდილობენ.
უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა 40 საჰაერო, 12 სარაკეტო დარტყმა და სარაკეტო ზალპური სისტემებიდან 100-ზე მეტი შეტევა განახორციელა.
გენშტაბის განცხადებითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტი ქვეყნის ძალების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს წარმატებით ახორციელებენ.