2022 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 304 267 218 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის: თიბისი ბანკი – 130 171 607 ლარი, საქართველოს ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა – 111 მილიონ ლარს აღწევს. ქართუ ბანკი – 22 260 034 ლარი, ვითიბი ბანკი ჯორჯია – 14 742 206 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველოს მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა – ათ-ნახევარი მილიონი ლარია.
ჩამონათვალში არიან ასევე ბაზის ბანკი, სილქ ბანკი, კრედო ბანკი, პროკრედიტ და პაშა ბანკი.
ცნობისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა.