გაგილაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოსახლეობას ამ დრომდე არ აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ქუჩა მოკლებულია იმ ძირითად საჭიროებებს, რაც გზას, ე.წ. საკანალიზაციო სისტემასა და მუნიციპალურ ტრანსპორტს მოიცავს. ადგილობრივები იმედს იტოვებენ, რომ შესაბამისი უწყებები მათ გარემოებებს გაითვალისწინებენ და 2015 წელს შექმნილი პრობლემები 2023 წელს მაინც მოგვარდება.