EMILY-ს სიგრძე 1 მეტრი და 22 სმ-ია, წონა - 11 კგ., ის წყალში მაშველი რობოტია და მისი სრული სახელია Emergency Integrated Lifesaving Lanyard.
„ემილი“ დისტანციურად იმართება. მას ვერტმფრენიდან, ნავიდან ან ხიდიდან წყალში მყოფი ადამიანის სიახლოვეს აგდებენ, შემდეგ კი რობოტი სამაშველო ოპერაციას დამოუკიდებლად აწარმოებს.
EMILY საათში 35 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ის უზარმაზარ ტალღებსაც ადვილად უმკლავდება და კლდეებთან შეჯახებასაც უძლებს.
„EMILY დამზადებულია კევლარისა (ბოჭკოვანი მასალის ტყვიაგაუმტარი ქსოვილი) და კომპოზიტური მასალებისგან, რომლებიც საავიაციო ინდუსტრიაში გამოიყენება, ამიტომ მისი განადგურება თითქმის შეუძლებელია“, - ამბობს EMILY-ს გამომგონებელი და სამაშველო რობოტების მწარმოებელი კომპანია Hydronalix -ის დირექტორი ტონი მალიგანი.
„ემილი“ აშშ-ის სანაპირო დაცვასა და საზღვაო ძალებში „მსახურობს“. წითელ-ყვითელ და ნარინჯისფრად შეფერილი რობოტი ტალღების ფონზე ადვილად შესამჩნევია. მას ღამის განათებაც აქვს, რათა წყალში მყოფმა ადამიანმა ადვილად შენიშნოს. ორმხრივი რადიოკავშირი მაშველებს საშუალებას აძლევს წყალში მყოფრ ადამიანებს ელაპარაკონ და ვიდეოკამერით დაინახონ.
EMILY-ს ერთდროულად 6 ადამიანის 730 მეტრის მანძილზე გადაყვანა და სამაშველო ჟილეტების მიწოდება შეუძლია.