ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ერთიანობას ინარჩუნებს. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები სიძლიერეს უკრაინელი ხალხის მეშვეობით ინარჩუნებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, იმისათვის იბრძვიან, რაც მათი საკუთრებაა და უკრაინა აგრესორი ქვეყნის დაწყებულ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს.