ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. მიშელის განმარტებით, რეფორმების კუთხით პროგრესის მიღწევა გადამწყვეტია საქართველოსთვის.
როგორც მან ასევე აღნიშნა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული.