სტრასბურგში, ევროპარლამენტში პოლიტმატიმრების შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც იმსჯელეს. ევროპარლამენტის განხილვას ადგილზე დაესწრნენ სააკაშვილის ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდეს. სტასბურგში გამართულ განხილვას ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. „ქართული ოცნების“ თავმდჯომარისთვის კი მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება ევროპარლამენტში არსებულ კორუფციაზე მეტყველებს.