საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო. პარლამენტის თავნჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე შენიშვნები არ არის.