აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს.
Reuters-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ როდის შეიძლება გაიმართოს პრეზიდენტების შეხვედრა.
ბაიდენის თქმით, აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს არაერთი თემა აქვთ განსახილველი, მათ შორისაა უკრაინაში მიმდინარე ომი და აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის საჰაერო ბურთების ჩამოგდების შემთხვევები.