"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, აგენტის გამოვლენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ჩართულები იყვნენ „ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები. კობახიძე განმარტავს, რომ ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა.
კობახიძის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მათი განმარტებით, ხელისუფლება კვლავ რუსული პროპაგანდით და ნარატივით ცდილობს თავისუფალი და სამართლიანი მოსაზრებების ჩახშობას.