რუსული ფქვილის იმპორტი ადგილობრივ მწარმოებლებს ისევ პრობლემებს უქმნის. ხორბალზე გაზრდილი საბაჟო გადასახადისა და ფქვილზე დაბალი ფასის გამო, ადგილობრივი წისქვილკომბინატები იძულებული გახდნენ სამუშაო პროცესი გაეჩერებინათ. შედეგად, პრობლემა შეექმნათ არა მხოლოდ საქართველოში ფქვილის მწარმოებლებს, არამედ მეხორბლეებსაც, რადგან მარცვლეულის გაყიდვას ვერ ახერხებენ, რაც საგაზაფხუო სამუშაოების დაწყებას აფერხებს. ამასობაში კი საქართველოში რუსული ფქვილის იმპორტი იზრდება და ამ მონაცემით მეზობელ თურქეთსაც კი ვუსწრებთ.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანაშვილი