ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 15 კომერციული ბანკიდან ზარალზე 4 ბანკი - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა“ და „პაშა“ ბანკია. შეგახსენებთ, რომ „ვითიბი“, „პაშა“ და „სილქ ბანკი“ გასული წლის 3 კვარტლის მაჩვენებლითაც ზარალზე გავიდნენ.
ანგარიშგებების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში მოგებაზე გავიდა 13 ბანკი, თუმცა მათ შორის ორი დიდი ბანკის - „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ მოგება დაახლოებით 14-ჯერ აღემატება, მოგების მაჩვენებლით მესამე ადგილზე გასული ლიბერთი ბანკის მოგებას.
კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 967 მმილიონ ლარს გადააჭარბა; „საქართველოს ბანკს“ კი, მე-4 კვარტალის მონაცემებით, 924 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის მოგება ჰქონდა. მაშინ როცა, როგორც გითხარით, მესამე ადგილზე გასული ლიბერთი მოგება დაახლოებით 67 მილიონი ლარი შეადგინა.