მიმდინარე წლის იანვარში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 30%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 103 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
ამასთან, კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გასაქირავებელი ფასი 119%-ით არის გაზრდილი და 2023 წლის მონაცემებით, ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 12.5 დოლარს შეადგენს.
ამასთან, ანგარიშში საუბარია, თბილისის იმ უბნებზეც, სადაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად ყველაზე მეტად არის გაზრდილი. კერძოდ, ტოპ-3 უბანი გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი ზრდით, ასე გამოიყურება: ჩუღურეთი - 32%-იანი ზრდა; საბურთალო - 31%-იანი ზრდა და ვაკე - 29%-იანი ზრდა.