აფრიკის ქვეყნებს, მოზამბიკსა და მალავის ტროპიკული ქარიშხალი „ფრედი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნებში სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში „ფრედი“ მიმდინარე წლის ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი შტორმი იქნება.
Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად მოზამბიკსა და მალავიში ასობით სახლი დაზიანდა ან განადგურდა. ქარიშხალმა ასევე დააზიანა რკინიგზაც.