"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ პროკურატურას სპეცრაზმის მიერ, 7-8 მარტის აქციის დარბევაზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. კაპანაძე ითხოვს, რომ გამოძიების დასრულებამდე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ზვიად ხარაზიშვილს, მეტსახელად ხარებას უფლებამოსილება შეუჩერდეს. ამის მიზეზად პოლიტიკოსი, ძალოვანების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას და წაქცეული სტუდენტების ცემას ასახელებს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირებას აუცილებლად მიიჩნევს, რათა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა.