ევროპარლამენტში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ - Palitra News

ევროპარლამენტში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

2023-03-14 09:02:51+04:00

14 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.

მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული.

კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.