სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ევროპაში 2022 წელს იარაღის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ზრდა უკრაინაში იარაღის მასიური გადაზიდვითაა გამოწვეული, რომელიც იარაღის იმპორტის მიხედვით, კატარისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ორგანიზაციის შეფასებით, ევროპაში იარაღის იმპორტის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებაა მოსალოდნელი.