პოლიტიკურ სპექტრში ერთერთი მთავარი განხილვის საკითხი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მორიგი განცხადებაა. მისი განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამ ფონზე პოლიტიკოსთა ნაწილი საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს, რისი მიზანიც მთავრობის შეცვლა იქნება. მერაბიშვილის გზავნილებს უარყოფითად აფასებს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, მისი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი. მათი განმარტებით, მსგავსი სახის განცხადებები ქართული ოცნების პროპაგანდას უფრო მეტად აძლიერებს. თავის მხრივ ქართული ოცნების წევრთა პოზიციით, მერაბიშვილის გზავნილით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.