სამი ოპოზიციური პარტიის ,,დროას" , ,,გირჩი მეტი თავისუფლების" და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ინფორმაციით, სუსში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება დაიწყეს. როგორც ისინი ირწმუნებიან, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებზე საქმე აღიძრება ხელისუფლება პარლამენტის წინ უფრო ძლიერ პროტესტსა და ალყას მიიღებს. როგორც სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ყველას, ვინც საპროტესტო აქციიას უერთდებოდა და ახლა გამოკითხვაზე იბარებენ გვერდით დაუდგებიან.