ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სი ძინპინის მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტები პირველად ისაუბრებენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
შეგახსენებთ, მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
შეგახსენებთ, ჩინეთმა, თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელსაც უკრაინასა და დასავლეთში სკეპტიციზმით შეხვდნენ.