პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია შესაძლოა 6-მა დეპუტატმა დატოვოს. მათ შორის განიხილებიან, დავით სერგეენკო, დავით სონღულაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი. თავად ეს დეპუტატები დღეს მედიასთან არ ჩნდებიან, გავრცელებული ინფორმაციას კი მათი თანაგუნდელები არ ადასტურებენ.