ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენაში Foodex Japan 2023 მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა.განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 231 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 68%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.