საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა - Palitra News

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა

2023-03-13 15:28:25+04:00

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის უწყებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ აკურთხა, რის შემდეგაც წმინდა ჟამის წირვა აღევლინა.