საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ლევან იოსელიანის შეფასებით, საქართველო პარლამენტთან “ ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების გაპროტესტებისას სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების თავისუფლების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. ომბუდსმენის განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება მიმდინარე სამართლდარღვევის აღკვეთის ზომას არ წარმოადგენდა. სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპირციული ძალის გამოყენების ფაქტებზე.